მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება დაიწყო

ზუგდიდი, რუსთაველის გამზირი

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო. უკვე მოირეცხა ცენტრალური ბულვარი და მიმდებარე ტერიტორია.

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.

"ზუგდიდში ვაგრძელებთ სადეზეინფექციო სამუშაოებს, დღეს დავიწყეთ ქუჩების მორეცხვის პროცესი, რომელშიც ჩართულია ა(ა)იპ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი" "ზუგდიდასუფთავება" და ჩვენი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მოირეცხა როგორც ცენტრალური ბულვარი, ასევე ტროტუარები და სავალი ნაწილი. სადეზინფექციო სამუშაოები ზუგდიდის ყველა ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება, რათა მოქალაქეებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საჯარო სკოლებს, საბავშო ბაღება და ღია სივრცეებს ჩაუტარდა.