მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი შენგელიამ გორკის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი 34 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე, წყალარინებისა და წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია პარალელურად ხორციელდება“, - აღნიშნულია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.