მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში სამი ავტომანქანის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად, სამი ადამიანია დაშავებული. 

დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. ექიმების ინფორმაციით, ორ მათგანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, მესამე პაციენტს კი ტვინის შერყევა აქვს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.