მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ზუგდიდში ე.წ. კომბინატის დასახლებაში, ადგილობრივებმა ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პეტიციის ტექსტი წაიკითხეს, რომელიც პრემიერის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების, ზუგდიდის მერისა და კომპანია „კოლხეთი ცემენტის“ დირექტორის მიმართაა შედგენილი.

მათ ასევე მშენებლობის წინააღდეგ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ცემენტის ქარხნის მშენებლობა საფრთხეს წარმოდგენს, როგორც გარემოსთვის, ასევე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

აქციაზე იმყოფებოდა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგო ჯგუშიაც, რომელიც ამტკიცებს, რომ ცემენტის ქარხნის მშენელობის ნებართვა ფაიფურის ტერიტორიაზე არსებობს, ამ ადგილზე კი მშენებლობა უკანონოა. კომბინატში ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობას უარყოფენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე განცხადება მერიაში არ შესულა და არც ნებართვა გაცემულა.

მისივე თქმით, თუ წინადადება იქნება გადაწყვეტილებას ყველა შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე და მოსახლეობის ჩართულობით მიიღებენ.