საზოგადოება

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ერთად ვართ ძლიერები, რაც გვაძლევს ტურიზმის აღდგენისა და მისი მართვის უნიკალურ შესაძლებლობებს

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი
11:50 16.09
დაკოპირებულია

„მსოფლიო პანდემიის გამო ტურიზმის მიმართულებები რისკის ქვეშ არის, მაგრამ დღეს ნამდვილად ისტორიული ღონისძიებაა, რადგან პანდემიის შემდეგ პირველად იმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა. ერთად ვართ ძლიერები, რაც გვაძლევს ტურიზმის აღდგენისა და ამ პროცესის მართვის უნიკალურ პოტენციალს“ - ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ UNWTO-ს საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეარბილოს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

„ცარიელი ქალაქების და დახურული მუზეუმების ნახვა ძალიან ძნელია. ერთადერთი გზა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად არის ჩვენი შემართება და კიდევ ის, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს გაეროსგან, მადლობა მათ ამ ძალისხმევისთვის. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ყველას, ვინც შექმნა მეგობრული ატმოსფერო“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაეროს-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მსოფლიოს 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობის შემდეგ, გამოჯანმრთელებულის სტატუსი შესაძლოა ტესტის გა...
7 წუთის წინ
საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მათ ოფი...
16 წუთის წინ
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის მთიანი ყარაბაღი...
19 წუთის წინ
ზუგდიდში სხვადასხვა საჯარო სკოლის 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შეხებ ჟურნალისტებს მხა...
23 წუთის წინ
მორაბის ადვოკატი ადვოკატი: ნაფიც მსაჯულებზე ალბათ უარს ვიტყვით
დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის წინას...
24 წუთის წინ
51 წუთის წინ
სომეხი დეპუტატი - აზერბაიჯანელები მთიან...
სომხეთის პარლამენტის წევრი ვააგნ ტევოსიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე მთი...
58 წუთის წინ
ილჰამ ალიევმა ნაწილობრივი სამხედრო მობილ...
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ნაწილობრივი სა...
59 წუთის წინ
კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 2 პაციენტ...
აჭარაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, ორივე, მამაკაცი. ისინი რესპუბლიკურ...