მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბაშვილის ადვოკატი განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დღეს, 24 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც ბრალდებულის დედა, ლამარა ტერელაძე ამბობს, მისთვის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმეა. ის აცხადებს, რომ მის შვილს მძევლები არ აუყვანია.

„გუშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციოში. ვიმედოვნებთ, რომ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა“, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა.

23 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

🔺 ინფორმაციისთვის, თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს შეიჭრა.

🔺 მან მძევლად ათამდე ადამიანი აიყვანა

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ზურაბაშვილის დედა: გაღატაკებულ ხალხს რომ ხედავდა, ძალიან განიცდიდა

👉 ვინ არის მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი - ფოტო/ვიდეო