მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

103 წუთიანი მატჩი - ფინეთი რუსეთთან დამარცხდა (ვიდეო)

ფინეთი - რუსეთი
1623855938
სპორტი

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში რუსეთის ნაკრებმა შინ ფინეთი 1:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა მატჩის დასაწყისშივე შეუტიეს, გოლი კი საპასუხოდ საკუთარ კარში მიიღეს, მაგრამ პოჰიანლაპოს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. პირველი ტაიმის დამატებით დროში მირანჩუკმა მცველი ჩამოიცილა და ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა. რის შედეგადაც პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში რუსეთმა ანგარიშის შენარჩუნებისთვის დაიწყო თამაში, ფინეთს კი შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, მათ შემტევებს თამაშის გასამწვავებლად შესაძლებლობები არ ჰყოფნიდათ და საშუალოზე დაბალი დონის ორი გუნდის შეხვედრაში ჩერჩესოვის შეგირდებმა გაიმარჯვეს.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“
რუსეთი - ფინეთი 1:0
გოლი: მირანჩუკი (45+2)

ამავე ჯგუფში ხვალ ერთმანეთს ბელგია და დანია შეხვდებიან. 21 ივნისს კი დანია რუსეთს უმასპინძლებს, ხოლო ფინეთი ბელგიას დაუპირისპირდება.