მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

21 წლის ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური
1627471488
სპორტი

21 წლის ლაშა ბექაური -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონია.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ფინალში, -90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა გერმანელ ედუარდ ტრიპპელს დაუპირისპირდა და ფინალში ვაზარით დაამარცხა.

ლაშა ბექაური 2020 წლის ოლიმპიადაზე პირველი ქართველია, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. ის საქართველოს მთავრობისგან 1 000 000 ლარს მიიღებს.

ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და მეორე წრეში პოლონელ პიოტრ კუჩერას ადვილად მოუგო. ლაშამ თავიდან ვაზარი მოიპოვა, მერე კი მეტოქე შებოჭა და იპონით იმარჯვა.

მერვედფინალში ბექაური ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ გაუჭირდა და თავიდან ვაზარით აგებდა, მაგრამ ამის შემდეგ წუთზე ნაკლებ დროში ორი ვაზარი თავად მიითვალა და საბოლოოდ იპონით იმარჯვა.

მეოთხედფინალში ლაშამ უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა. ლაშა უპირატესობას ფლობდა, ერთ მომენტში კი უზბეკმა თავი სახიფათოდ დაიცვა, რის გამოც მსაჯებმა შეხვედრიდან მოხსნეს. ამრიგად, ლაშას ნახევარფინალის საგზური ერგო.

ნახევარფინალში კი ლაშა ბექაურმა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ვერცხლის მედალი ჰქონდა და ორივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).