მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

30 დეკემბერს რაგბის კავშირი პრეზიდენტს აირჩევს

რაგბის კავშირი
1609068212
სპორტი

30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე აცხადებს, რომ ყრილობის შედეგები ლეგიტიმური არ იქნება.

„ბატონი ირაკლი აბუსერიძე ამბობდა, რომ 5 მლნ ლარი გაიფლანგა და არასწორად გაიხარჯა. გაიყიდა მზიურის მიწები ესეც არასწორად, სვანიძე თავის მხრივ ამბობდა, რომ აბუსერიძე უღირსი კანდიდატია. მაინტერესებს ამ შერიგებით 5 მილიონი ლარი არასწორად აღარ არის გაფლანგული? იმიტომ არ არის ლეგიტიმური, რომ ვადები გადადებული არჩევნების ჩანიშვნის დარღვეულია და მეორე მთავარი მიზეზი არის ის, რომ არჩევნებში მონაწილეობენ სუბიექტები, რომლებსაც საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება. იმიტომ რომ კლუბები გაუქმდა.

როგორ მოვიქცევი სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურია, რომ დავაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ, ესეც ლოგიკურია, რომ არ მივიღო მონაწილეობა არალეგიტიმურ არჩევნებში“, - აცხადებს ხურციძე „რუსთავი 2“-ის ეთერში.