მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აჭარაბეთი“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის  გენერალური სპონსორი გახდა

აჭარაბეთის სპორტი
1602332875
სპორტი

კომპანია „აჭარაბეთსა“ და საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში „აჭარაბეთი“ ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020-2022 წლების საკალათბურთო სეზონებზე და 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე კომპანია „აჭარაბეთი“ გენერალურ სპონსორობასთან ერთად კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს.

„აჭარაბეთისთვის სპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია სპორტის მხარდამჭერია და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აჭარაბეთი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი ვართ. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ, როგორც კალათბურთის გულშემატკივრებს, ასევე ყველა იმ ადამიანს ვინც ქართველ სპორტსმენებს და სპორტს გულშემატკივრობს“, - განაცხადა „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

„დიდი მადლობა „აჭარაბეთს“, რომელიც აქამდეც გვერდით ედგა სპორტს და მათ შორის კალათბურთსაც, თუმცა ახლა უკვე ოფიციალური მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს შორის და კომპანია „აჭარაბეთი“ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. წინ საინტერესო პერიოდი გველის და გვახარებს ასეთი კომპანიის გვერდით დგომა“, - აღნიშნა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

acharabetis-shekreba_o_h.jpeg

acharabetis-prezentatsia_o_h.jpeg