სპორტი

აჭარაბეთის მხარდაჭერით, სტარტაპ გრაინდი ევროპისა და აზიის მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს

აჭარაბეთის მხარდაჭერით,
სტარტაპ გრაინდი ევროპისა
და აზიის მასშტაბურ
ტექნოლოგიურ კონფერენციას
მასპინძლობს.
1607590325
დაკოპირებულია

დღეს, 10 დეკემბერს ევროპისა და აზიის ტექნოლოგიურ კონფერენცია იწყება.  ინფორმაციას „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება და სტარტაპ გრაინდის ორგანიზებით გამართული ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება იქნება მსოფლიოში.

„სამ დღიანი ვირტუალური კონფერენცია მოიცავს 20-ზე მეტ თემატურ სესიას, სტარტაპ პროგრამას, მასტერკლასებსა და სემინარებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს და დაფინანსების მოსაპოვებლად საკუთარი პროექტები წარუდგინონ, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა“ , - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ბლოკი იქნება „Future of entertainment“, რომლის მხარდამჭერია კომპანია აჭარაბეთი. ბლოკი ძირითადად შეეხება სრულიად ახალ კონცეპტს - როგორი იქნება გართობის მომავალი?

„გართობის ინდუსტრიაში, მომავალსა და რეალობას შორის ზღვარი უკვე ბუნდოვანია. ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ, შორეული მომავლის გართობად წარმოგვედგინა, დღეს ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. ტემპი ძალიან აჩქარებულია და აჭარაბეთისთვის მსოფლიოს ტექნოლოგიურ სიახლეებთან შესაბამისობაში ყოფნა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს,“- განაცხადა აჭარაბეთის მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი დავარაშვილმა.

სტარტაპ გრაინდი არის სტარტაპების, ანტრეპრენერებისა და ინვესტორების მსოფლიოში ყველაზე დიდი გაერთიანება. მისი მისიაა მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპებმა მიიღონ განათლება და ჰქონდეთ ის შესაძლებლობები, რაც მათ თავიანთი იდეების განხორციელებისთვის სჭირდებათ.

Europe-Asia Connect არის უნიკალური შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, რათა:

  • მოისმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების სემინარები.
  • შეხვდნენ ინვესტორებს, წარუდგინონ თავიანთი სტარტაპი და მოიპოვონ დაფინანსება.
  • გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპები, გაცვალონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

სპიკერებს შორის არის გაი კავასაკი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ის არის მრავალი ბესტსელერის ავტორი, მენტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე.

კორონავირუსის ახალი
შტამი

ინფიცირება 998, გამოჯანმრთელება 1 892 -...

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.

1611385294

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.

1611396451

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.

1611395042

პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს  სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.

1611394646

შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა  რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.

1611393232
დიასპორას უდიდესი
პოტენციალი გააჩნია
ქვეყნის განვითარების
კუთხით

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპ...

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს

1611385999
თბილისი 448, იმერეთი 170 - კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში  გამოვლენილია 448 შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1611385418
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამ...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე...

„თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია“, - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას.