მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არარეალური გოლი გაგვიტანეს, არ გაგვიმართლა ბოლო წუთებში“ - ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან მატჩზე

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველია
1616956225
სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთთან თამაშს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ დამარცხება ბოლო წუთებში უიღბლობის ბრალია. 

„დადებითად შევაფასებ ჩვენს თამაშს. არ გაგვიმართლა ბოლო წუთებში. ყველაფერი გავაკეთეთ ბიჭებმა, მართლა. ბოლო წუთზე გავუშვით ასე, არარეალური გოლი გაგვიტანეს.

დადებითად შევაფასებდი ჩემს თამაშს, მაგრამ ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ალბათ, კიდევ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა არა მხოლოდ მე, არამედ მთელ გუნდს“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ

ქართული სენი - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - ისტორიას მხოლოდ კვარაცხელიას ბურთაობა შემორჩება (ვიდეო)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთთან პირველი ტაიმი 1:0 მოიგო