მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ არველაძე: სანიოლი 10 დღეა, რაც ნაკრებთან ერთადაა, ბევრ ახალს ვერაფერს იზამდა

აჩი არველაძე
1617017059
სპორტი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ, PIA.GE-სთან საუბრისას, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის საქართველო - ესპანეთის მატჩი შეაფასა.

„შეიძლება ითქვას, რომ თამაშს უარყოფითად არ შევაფასებ,“ - აღნიშნავს არველაძე.

არველაძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მოწინააღმდეგე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წარმოადგენდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში შესაძლოა დადებითად შეფასდეს.

„შედეგით თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ წავაგეთ. მაგრამ, რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, რომ არ იყო ცუდი თამაში, მით უმეტეს, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ითამაშეს.

შეიძლება, გამოვყო კვარაცხელიას თამაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გოლი შეაგდო, არამედ ძალიან აქტიური და ერთ-ერთი საუკეთესო იყო, კვარაცხელიამ ჩვეულ რიტმში ითამაშა ასეთი რთული თამაში.

რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, სულ რაღაც 10 დღეა, რაც გუნდთან ერთად ყოფნა მოუწია და ბევრ ახალს ვერაფერს იზამდა. იმედია, რაც დრო გავა, ჩვენი გუნდი უფრო სტაბილურად და კარგად ითამაშებს.

ფაქტია, კარგად თამაში შეგვიძლია. გუშინდელი და ამის წინა თამაშიდან გამომდინარე, გვაკლია სტაბილურად კარგად თამაში.

იმედია, საბერძნეთთანაც წარმატებით ვითამაშებთ, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთს მეორე ტურში არ უთამაშია და უპირატესობა ექნება.

ვფიქრობ, რომ ასეთი გუნდების წინააღმდეგ ასეთი თამაში ჩვენს ნაკრებს უფრო მეტ დამაჯერებლობას მიანიჭებს, რომ შედარებით სუსტ ნაკრებებთან გაცილებით უკეთ ითამაშონ,“ - აღნიშნა არჩილ არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔺 ვილი სანიოლი: ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, საბერძნეთში ქულის მოსაპოვებლად წავალთ

🔺 ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ

🔺 ქართული სენი - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - ისტორიას მხოლოდ კვარაცხელიას ბურთაობა შემორჩება (ვიდეო)