მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბს გამარჯვებას ულოცავს

თალაკვაძე ეუთო-ოდირთან შეხვედრის შემდეგ
1605813932
სპორტი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში „ლანჩხუთის“ მიერ „კლუჟის“ დამარცხებას გამოეხმაურა.

„ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს! მათ, რუმინეთში ადგილობრივი "ოლიმპია კლუჟი" დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. ვულოცავ ჩვენს საამაყო სპორტსმენებს შთამბეჭდავ გამარჯვებას! #გვეამაყება #საქართველოიგებს“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

ინფორმაციისთვის, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში „ლანჩხუთმა“ სტუმრად რუმინეთში „კლუჟი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ხატია ჭყონიამ გაიტანა. 31 წლის თავდამსხმელმა გოლი 68-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში გაიყვანა.