მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის ახალი სტადიონი შეიძლება საქართველო-სომხეთის მატჩით გაიხსნას

ბათუმის სტადიონი
1602505599
სპორტი

უეფას ერთა ლიგის მეოთხე და მეხუთე ტურების მატჩებს საქართველოს ნაკრები ბათუმის ახალ სტადიონზე ჩაატარებს.

მატჩის ჩატარების ადგილი uefa.com-ზე გახდა ცნობილი.

საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთს და 18 ნოემბერს ესტონეთს დაუპირისპირდება.

ბათუმის ახალი სტადიონი 12 სექტემბერს ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირებით უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო გახსნა გადაიდო. მატჩი კი ქუთაისში ჩატარდა. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ სტადიონს ამჯერად საქართველო-სომხეთის მატჩი გახსნის.

შეგახსენებთ, 11 სექტემბერს სომხეთი - საქართველოს დაპირისპირება 2:2 დასრულდა.