მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექაურმა შერაზადიშვილისთვის რუს მეტოქეზე შური იძია და ფინალში გავიდა (ვიდეო)

ლაშა ბექაური
1627466951
სპორტი

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე -90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალში 21 წლის წლის ქართველი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება, რომელიც დღის მთავარი სენსაციაა.

ინფორმაციისთვის, მეოთხედფინალში ნიკა შერაზადაშვილსა და მიხეილ იგოლნიკოვს შორის დაპირისპირების დროს, მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი გდების შესრულებას ცდილობდა, რა დროსაც რუსმა მეტოქემ მახრჩობელა კონტრილეთზე დაიჭირა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მიხეილ იგოლნიკოვმა ნიკას ყურადღებაც არ მიაქცია და ტატამზე გათიშული დატოვა.

ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და მეორე წრეში პოლონელ პიოტრ კუჩერას ადვილად მოუგო. ლაშამ თავიდან ვაზარი მოიპოვა, მერე კი მეტოქე შებოჭა და იპონით იმარჯვა. მერვედფინალში ბექაური ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ გაუჭირდა და თავიდან ვაზარით აგებდა, მაგრამ ამის შემდეგ წუთზე ნაკლებ დროში ორი ვაზარი თავად მიითვალა და საბოლოოდ იპონით იმარჯვა. მეოთხედფინალში ლაშამ უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა. ლაშა უპირატესობას ფლობდა, ერთ მომენტში კი უზბეკმა თავი სახიფათოდ დაიცვა, რის გამოც მსაჯებმა შეხვედრიდან მოხსნეს. ამრიგად, ლაშას ნახევარფინალის საგზური ერგო.

შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ვერცხლის მედალია და ორივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).