მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელგიამ ლუკაკუს გოლებით რუსეთი ააოხრა

რომელუ ლუკაკუ
1623531841
სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ბელგიის ნაკრებმა სტუმრად რუსეთი 3:0 გაანადგურა.

რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთის დღეზე ბელგიას საკუთარ მოედანზე სძლევდნენ, მაგრამ მწარედ შეცდნენ.

ბელგიამ რუსებს პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე. ჯერ ანგარიში მცველ სემიონოვის შეცდომის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ გახსნა და გოლი სიკვდილს გადარჩენილ დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს მიუძღვნა. მან სარბენ ბილიკთან სატელევიზიო კამერასთან მიირბინა და დაიყვირა: „მიყვარხარ, კრის“.

შემდეგ კი მეკარე შუნინი ტომა მენემ დაამწუხრა. ის ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც შეცვლაზე შევიდა და პირველ ტაიმში გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ბელგიამ დროის გაყვანაზე გააკეთა აქცენტი და თავს არ იტვირთავდნენ, რუსებს კი არაფერი გამოსდიოდათ. შეხვედრას წერტილი ლუკაკუმ დაუსვა, დუბლი შეასრულა და დამსახურებული გამარჯვება მოუპოვა გუნდს.

ჯგუფში ბელგია გალიდერდა. მეორე ტურში, 16 ივნისს, ფინეთი დანიას შეხვდება, 17 ივნისს კი დანია ბელგიას.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“. 26 264 მაყურებელი
რუსეთი - ბელგია 0:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ (10), 0:2 მენე (34), 0:3 ლუკაკუ (88)