სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ინგლისთან ანგარიშით 0:40 დამარცხდნენ

რაგბის თამაში
21:04 შაბ. 14 ნოემბერი
დაკოპირებულია

შემოდგომის ერთა თასმა, იგივე 8 ერის გათამაშებამ სტარტი აიღო და საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა სარაგბო მექაში, ლეგენდარულ თვიქნემზე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ინგლისის ნაკრებთან გამართა.

„ბორჯღალოსნებისთვის“ ეს სრულიად ახალი გამოწვევაა და გაცილებით მაღალი დონის მეტოქესთან შეხვედრა დიდი ტესტი იყო, რადგან საქართველო ინგლისს მსოფლიო თასის მიღმა პირველად დაუპირისპირდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მთელმა შეხვედრამ ინგლისელთა დიდი უპირატესობით კარნახით ჩაიარა. ლევან მაისაშვილის გუნდს პრაქტიკულად არ შეუტევია მასპინძლებისთვის და ლოგიკურია, რომ შეხვედრა უქულოდ, ნულზე დაასრულა.

საპასუხოდ კი 6 ლელო მიიღო, საიდანაც ნახევარი ჯეიმი ჯორჯის ანგარიშზეა. ოუენ ფარელმა კი ხსენებული 6 ლელოდან 5 გარდასახა და ინგლისის ნაკრებმა ადვილად, 4:0 იმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს სასურველი სტარტი არ გამოუვიდა, თუმცა, ალბათ ეს მოსალოდნელიც იყო - ინგლისი ძალიან ძლიერია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. საქართველოს A ჯგუფში 0 ქულა აქვს, ისევე როგორც უელსს, რომელიც პირველ ტურში ირლანდიასთან 9:32 დამარცხდა. „ბორჯღალოსნები“ მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს, სწორედ უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ინგლისი - საქართველო 40:0 (26:0)

ქულები: უილსი (14, ლ), ფარელი (16, გ) ჯორჯი (29, ლ), ფარელი (30, გ), ჯორჯი (33, ლ), დელი (37, ლ), ფარელი (38, გ), ჯორჯი (57, ლ), ფარელი (58, გ), რობსონი (69, ლ), ფარელი (70, გ)

ინგლისი: გენგი (მ. ვენიპოლა 47), ჯორჯი (დანი 65), სტიუარტი, ეველსი (კერი 65), ლენჩბერი, იტოჯი, უილსი (ერლი 46), ბ. ვენიპოლა, იანგსი (დ. რობსონი 61), ფარელი, მეი, სლეიდი, ლოურენსი (მალინსი 61), იოსეფი (მარჩანტი 38), დელი

საქართველო: ნარიაშვილი (გოგიჩაშვილი 46), მამუკაშვილი (ბრეგვაძე 46), გიგაშვილი (ყაულაშვილი 59), ჯაიანი, ქერდიკოშვილი (ლობჟანიძე 64), საღინაძე, თხილაიშვილი (ჯალაღონია 72), გორგაძე (გიორგაძე 59), აფრასიძე (ჯავახია 65), აბჟანდაძე, სვანიძე, შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე, ხმალაძე

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი

დავით გადელია: პირველი 4-5 დღე არავითარ...

მისი თქმით, დაუშვებელია რაიმე მედიკამენტის მიღება პირადი გადაწყვეტილებით. „არც...
17:44
უჩვეულო ობიექტი ველური ბუნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, აშშ-ის შტატის შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთ...
58 წუთის წინ
მისი თქმით, ოპოზიცია არასერიოზულად უდგება არა მხოლოდ იმ მანდატს, რაც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, ის არ...
18:02
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიცია მავნებლობას განაგრძობს და უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზ...
17:30
გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც წაულა დაინფიცირდა და მისგან ადამიანს გადაე...
17:29
გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები

გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის...

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის...
მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრ...
როგორც მძინარაშვილი აღნიშნავს, იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ეკატერინე ტიკა...
ლადო კახაძე: ოპოზიციამ დემონსტრაციებით დ...
როგორც კახაძემ აღნიშნა, იმ რეკომენდაციების ფონზე, რომელიც კარგად იცოდა ოპოზიციურ...
მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ ცეცხლაძეს სა...
მკვლელობაში ბრალდებულს, რომელსაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქ...