მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდ. მაკედონიელთა თავკაცი: ხვალ ბევრი რამ დამოკიდებული ტაქტიკაზე იქნება და არა სათამაშო სტილზე

მაკედონიელთა მწვრთნელი
1605106607
სპორტი

ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს. მაკედონიელთა თავკაცმა იგორ ანგელოვსკიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ვერ გეტყვით, ვინ ითამაშებს და ვინ არა, მაგრამ ვეცდებით, რომ მოედანზე ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო შემადგენლობა გავიყვანოთ. ვლადიმირ ვაისს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მან შესანიშნავ შედეგებს მიაღწია ისეთი პატარა რესურსის გუნდში, როგორც საქართველოა და ასევე ვართ ჩვენც.

ფინალში თანაბარი თამაში იქნება და შანსიც თანაბარია, გაიმარჯვებს საუკეთესო და ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენი გუნდი იქნება. ბოლო ორი თამაში ორივე გუნდისთვის კარგი შანსი იყო ერთმანეთის შესასწავლად და ვფიქრობ, ეს ორივე გუნდმა მოახერხა. ამიტომ, ხვალ ბევრი რამ დამოკიდებული ტაქტიკაზე იქნება და არა სათამაშო სტილზე“, - თქვა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.