მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

ბენზემა
1621340226
სპორტი

საფრანგეთის ნაკრების თავკაცს დიდიე დეშამს ჯერ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა არ დაუსახელებია, მაგრამ ცნობილია, რომ 26-კაციან განაცხადში აუცილებლად იქნება - ქარიმ ბენზემა. ამ ინფორმაციას „ლე პარიზიენი“ ავრცელებს.

6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბენზემას ნაკრებში არ უთამაშია. მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალში“ ბენზემამ 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

33 წლის ფორვარდს საფრანგეთის ნაკრებში დღემდე 81 მატჩი (27 გოლი) აქვს ჩატარებული.

მისი საფრანგეთის ნაკრებში არყოფნის მიზეზი თანაგუნდელ მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალი იყო. არსებული ინფორმაციით, ბენზემა მის შანტაჟში რამდენიმე ადამიანთან ერთად მონაწილეობდა, ის ემუქრებოდა ინტიმური ვიდეოს გამოქვეყნებით.