მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

მარადონა გარდაიცვალა
1606322193
სპორტი

დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, დიეგო მარადონა საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, დიეგო არმანდო მარადონა არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი გახლდათ. ის ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. პირველად 1982 წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად, მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“ 6.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად.

სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არხენტინოს ჯუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიის“ და „ნიუელს ოლდ ბოისის“ მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.

დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიგო, რომლის ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლიეს (3–2). თავად მარადონა კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.