მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერიქსენი ამ ქვეყნად აღარ იყო - ექიმი

ერიქსენი ცოცხალი აღარ იყოო - ექიმი
1623658908
სპორტი

„კრისტიან ერიქსენი ამ ქვეყნად აღარ იყო, სანამ ის დეფიბრილატორით უკან არ მოვაბრუნეთ“, - ამის შესახებ დანიის საფეხბურთო ნაკრების ექიმმა განაცხადა. ინფორმაციას nbcnews.com ავრცელებს.

ექიმის თქმით, დანიის ფეხბურთელს მოედანზე გული გაუჩერდა. ამჟამად ის თავს ნორმალურად გრძნობს და საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს. დანიის საფეხბურთო კავშირის განცხადებით, ერიქსენმა თავის თანაგუნდელებს მოკითხვა გადასცა.

ერიქსენმა სამედიცინო პერსონალს და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა სწრაფი რეაგირებისთვის, რამაც მას საბოლოოდ სიცოცხლე გადაურჩინა.

ცნობისთვის, 2020 წლის 12 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე, ფინეთისა და დანიის ნაკრებების დაპირისპირებისას მატჩის პირველი ნახევრის მიწურულს, დანიის ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა.

სამედიცინო პერსონალმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რის შემდეგაც, მოთამაშის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.