სპორტი

ესპანეთის ჩემპიონატის ორგანიზატორმა ACB-მ 2020 წლის საუკეთესოდ მოთამაშედ გიორგი შერმადინი აღიარა

კალათბურთელი თორნიკე
შენგელია
1610010949
დაკოპირებულია

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გასული, 2020 წელი სტატისტიკური კუთხით შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესოდ გიორგი შერმადინი აღიარა. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში არავის რომ არ ინდობს და თამაშების უმეტესობაში MVP-ის ტიტულს რომ ეპატრონება, ყველას კარგად მოეხსენება. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ქართველ ცენტრს უდიდესი აღიარება ხვდა წილად – 2020 წლის მეფე – ასე უწოდა ACB.COM-მა გიორგი შერმადინს.

გასული წლის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან. შერმადინი გამორჩეული იყო სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ქულებში კი იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიროტიჩთან. სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადასწონა ტავარესის გარჯა, რომელიც პირველი გახლდათ მოხსნებში, წუთებში, მოგებებსა და დაფარებებში.

საქართველოს ნაკრების ცენტრის ჯამური სარგებლიანობოს კოეფიციენტი 592 იყო, მის უკან კი ხსენებული ტავარესი (579), მიროტიჩი (547), ფაკუნდო კამპაცო (496) და ბოიან დუბლევიჩი (433) აღმოჩნდნენ. საინტერესოა, რომ შერმადინი ამ კომპონენტში 2017 წელსაც საუკეთესო იყო 710 ქულით, 2018-ში კი პირველობა თორნიკე შენგელიას (791) ერგო, რომელიც ამჟამად ბასკონიას წევრი იყო, ამჟამად კი, მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს.

2020 წლის განმავლობაში აღებული ქულების მიხედვით, ქართველ ცენტრსა და ესპანური ლიგის, ალბათ, უმთავრეს ვარსკვლავს ნიკოლა მიროტიჩს იდენტური მაჩვენებლები ჰქონდათ – 453 ქულა. მათ მცირედით ჩამორჩება დილან ენისი (443), ხუთეულში კი, კლემენ პრეპელიჩი (418) და დარიო ბრისუელაც (415) არიან. მოხსნებში ტავარესს (257) ბადალი არ ჰყოლია, თუმცა, შერმადინი აქაც საუკეთესოებში ტრიალებდა. 185 მოხსნით გიორგი მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა და რეალის ცენტრის გარდა, მხოლოდ მურსიას ბრაზილიელ ლეგიონერ აუგუსტო ლიმას ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის შერმადინი იბეროსტარ ტენერიფეს ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის აშკარა ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:39 წუთი, 16.4 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.2 პასი. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 22.7-ს უტოლდება და ეს, მთელს ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია. ტენერიფელებს 17-დან 14 მატჩი აქვთ მოგებული და ბარსელონასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს, სტუმრად, აუტსაიდერ გიპუზკოა ბასკეტთან ჩაატარებენ.

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

დღეს,  23  იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტ საბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის მმართველი ორგანო  მიმდინარე მოვლენებზე დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა.

1611400632

აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება. 

1611398598

„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

1611398256

იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.  

1611397633
პოლიტიკური დიალოგი
დაიწყო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მაინც არ გვიკადრია და ა...

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.

კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მო...

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერი...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი  მესაქონლეობის ფერმა ააშენა.

Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის ექაუნ...

მიკრობლოგების სერვერმა Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის ექაუნთი დაბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამენეიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის მუქარად ჩაითვალა. ამის შესახებ www.npr.org იუწყება.