მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესტონეთთან ფრეს გამოვრჩით, სომხეთი კი B დივიზიონში აღზევდა

ესტონეთი - საქართველო
1605725629
სპორტი

ერთა ლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში ინიციატივას ფლობდა, თუმცა ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნიდა. სუსტი მეტოქის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელები უღიმღამოდ თამაშობდნენ და არაფერი იცვლებოდა.

ჯვაროსნების მეკარეს გიორგი ლორიას მთელი მატჩის განმავლობაში საქმე თითქმის არ მისცემია, ჩვენმა ფეხბურთელებმა კი მეტოქის კარის დარაჯი ორჯერ შეაწუხეს, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, ესტონეთი D დივიზიონში გავარდა.

სომხეთმა პარალელურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონია 1:0 დაამარცხა და B დივიზიონში აღზევდა.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

სასტარტო შემადგენლობები:

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, კაჭარავა

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა; სოომეტსი, ზენიოვი, ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი, ტენისტე