მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის ჩემპიონატი „სკუადრა აძურას“ გამარჯვებით და თურქეთის განადგურებით გაიხსნა

იტალიის ნაკრები
1623445610
სპორტი

კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირი დაიწყო. ხუთ წლიანი ლოდინის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი რომში დაბრუნდა. გახსნითი მატჩი კი იტალია თურქეთის დაპირისპირებით გაიხსნა.

იტალიის ნაკრები დღევანდელ მატჩს 3-წლიანი წაუგებელი სერიით შეხვდა და დღევანდელი შეხვედრა მეცხრე იყო, როდესაც გოლი არ გაუშვეს.

იტალიელებმა უპირატესობა თამაშის პირველივე ნახევარში მოიპოვა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. პირველივე ტაიმში ორი საკამათო მომენტი იყო, როდესაც საჯარიმოში თურქ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა ამის მიუხედავად პენალტი არ დანიშნულა.

მეორე ტაიმში იტალიამ მალევე შეძლო გოლის გატანა. დომენიკო ბერარდიმ მარჯვენა ფლანგი გაარღვია და მერიჰ დემირალი, რომელიც ბურთის ჩაჭრას ცდილობდა, ავტოგოლის ავტორი გახდა. ამდენად, ევროპის ჩემპიონატი ავტოგოლით დაიწყო, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

დემირალის ავტოგოლიდან სულ მალე იტალიელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. ლეონაროდ სპინაცოლას ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ჩირო იმობილემ დაასწრო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. წერტილი ლორენცო ინსინიემ დასვა, რომელსაც პასი იმობილემ გაუკეთა და ლორენცომაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

იტალიელებმა კარისკენ 19-ჯერ დაარტყეს, კარში 11-ჯერ, ხოლო თურქეთს კარში არ დაურტყამს და კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

იტალიის ნაკრები მეორე ტურში 16 ივნისს შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო თურქეთი ბაქოში უელსს შეხვდება.

თურქეთი - იტალია 0:3 (0:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 16 000

თურქეთი (4-1-4-1): უგურჯანი; ჩელიკი, დემირალი, სოიუნჯუ, მერაში; იოკუშლუ (კაჰვეჯი 65); კარამანი (დერვისოღლუ 76), ტუფანი (აიჰანი 64), იაზიჯი (ჯენგიზ იუნდერი 46); ჩალჰანოღლუ; ილმაზი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

იტალია (4-3-3): დონარუმა; ფლორენცი (დი ლორენცო 46); ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა; ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი (კრისტანტე 74); ბერარდი (ბერნარდესკი 85), იმობილე (ბელოტი 81), ინსინიე (კიეზა 81)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 დემირალი (53, ა.გ), 0:2 იმობილე (66), 0:3 ინსინიე (79)

გაფრთხილება: სოიუნჯუ (88), დერვისოღლუ (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 1 (0) – 19 (8) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 2:8 თამაშარე: 2:4

მსაჯი: დანი მაკეილე (ნიდერლანდები)

იხილეთ აგრეთვე:

EURO 2020 - რა უნდა ვიცოდეთ ჩემპიონატის შესახებ