მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2020-ზე ცნობილია

გერმანიის ნაკრები
1621434731
სპორტი

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების 26-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა.

განაცხადში მოხვდა მატს ჰუმელსიც და თომას მიულერიც, რომელიც ლიოვმა 2018 წელს დაითხოვა. თუმცა „ბუნდესნაკრების“ მწვრთნელმა უკან დაიხია და ორივე ფეხბურთელი ნაკრებში დააბრუნა.

მეკარეები: ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი)

მცველები: მატიას გინტერი (გლადბახი), რობინ გოსენსი (ატალანტა, იტალია), კრისტიან გიუნტერი, (ფრაიბურგი) მარსელ ჰალსტენბერგი (ლაიფციგი) მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ლუკას კლოსტერმანი (ლაიფციგი), რობინ კოხი (ლიდსი, ინგლის), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკლა ზულე (ბაიერნი)

ნახევარმცველები: ემრე ჯანი (დორტმუნდი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), ტომას მიულერი (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი)

თავდამსხმელები: კაი ჰავერტცი (ჩელსი, ინგლისი), ლეროი სანე (ბაიერნი), კევინ ვოლანდი (მონაკო, საფრანგეთი), ტიმო ვერნერი (ჩელსი, ინგლისი)

ინფორმაციისთვის გერმანიის ნაკრები ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.