სპორტი

გიორგი ნიჟარაძე: მივმართავ საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს

საქართველოს რაგბის
კავშირის ყოფილი
პრეზიდენტი გიორგი
ნიჟარაძე - Pia.ge
1612879337
დაკოპირებულია

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა – გიორგი ნიჟარაძემ, მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოქვეყნა, რომლითაც საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს მიმართა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს გავრცელდა სიუჟეტები, რომელიც ქართულ რაგბში შექმნილ მდგომარეობასა და ნიჟარაძის მიმართ ფინანსურ ბრალდებებს ეხებოდა.

„მივმართავ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს, მათ მწვრთნელებს, სპეციალისტებს, აკადემიებს და სარაგბო სკოლებს, ყველა სარაგბო კლუბს, ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს, 7 კაცა და 15 კაცა ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, ყველა ვეტერან მორაგბეს და ბორჯღალოსანს, ქართული რაგბის ერთგულ გულშემატკივარს და ყველას, ვისაც მცირედი, თუ ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი რაგბისა და ჩვენი საყვარელი ქვეყნის სამსახურში.

გარკვეულ საინფორმაციო საშუალებების ეთერში ა.წ. 6 თებერვალს გავიდა სიუჟეტები, რომელიც ეხებოდა ქართულ რაგბში შექმნილ მდგომარეობას და ბრალდებებს ჩემს მიმართ.

ამ ეტაპზე, იმის გამო, რომ არ მინდა ისედაც უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება, არ ვაპირებ ზემოთხსენებულ საკითხებზე პასუხის გაცემას და დისკუსიაში ჩართვას. ასევე დავამატებ, რომ „ბრალმდებელი” მხარის დიდი მეცადინეობის (საჩივრები და ა.შ,) შედეგად, სათანადო სახელმწიფო უწყებებმა ჩაატარეს კანონით გათვალისწინებული მოკვლევა და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, მეც და საზოგადოებაც უნდა დაველოდოთ ამ უწყებების საბოლოო დასკვნებს.

ვიტოვებ უფლებას, რომ სამართლებრივი პროცესების დასრულების შემდეგ, იმ დროს და იმ ფორმით, რომელსაც ჩავთვლი საჭიროდ, ჩემს მიმართ „ოპონენტების” მხრიდან სიბინძურის და ცილისწამების ნიაღვარს გავცე პასუხი, რასაც ვერიდებოდი უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში, რამდენად მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემი ოჯახისთვის, ახლობლებისა და ჩემთვის პირადად. ამას არ ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამეზიანებინა ქართული რაგბის ინტერესები. ამასთან ერთად, იმის შეფასებასაც გავაკეთებ, თუ რა და ვისი მიზეზებით მივედით დღევანდელ, ყველა ობიექტურად მოაზროვნე ადამიანისთვის არანორმალურ, დამანგრეველ და აბსოლუტურად მიუღებელ მდგომარეობამდე.

ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. საუკეთესო სურვილებით, ქართული რაგბის წარმატებებისა და დიდი გამარჯვებების მოლოდინით.” - აღნიშნულია გიორგი ნიჟარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

1614245694

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“. 

1614245585

24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა. 

1614244697

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. 

1614244584
ფაშინიანის გადადგომა

ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო გადა...

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს. 

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებ...

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 48.22 მლნ ლარით (0.13%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.24%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.17 მლრდ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

 
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური...

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას მოითხოვს. განცხადებას გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი და სამხედრო მაღალჩინოსნები ხელს აწერენ. ინფორმაციას news.am ავრცელებს. 

„2-3 კვირაში ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლე...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 2-3 კვირის ვადაში ხელისუფლება თურქეთის საზღვრის ყოველდღიურად გადაკვეთის შესაძლებლობაზე იმსჯელებს.