მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირჩი“ საქართველო-ბელარუსის მატჩის ჩვენებას „დინამო არენასთან“ გამართავს

საქართველო-ბელორუსიის თამაში
1602156972
სპორტი

დღეს, 8 ოქტომბერს „გირჩი“ საქართველო-ბელარუსის მატჩის ჩვენებას „დინამო არენასთან“ გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, სტადიონის წინ ეკრანის აწყობა უკვე დაწყებული აქვთ, საღამოს 19:00 საათიდან კი გულშემატკივრებს სტადიონის შესასვლელთან ელოდებიან.

„გელით ყველას, ვისაც ჩემთან კომუნიკაციის ან ფეხბურთის ერთად ყურების სურვილი გაქვთ, სტადიონის შესასვლელთან, 19:00 საათიდან“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის შეხვედრა დღეს თბილისის დროით, 20:00 საათზე გაიმართება.