მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოლების წვიმა - ნიდერლანდებმა უკრაინა დაამარცხა (ვიდეო)

ნიდერლანდები
1623618207
სპორტი

ევრო 2020-ის პირველ ტურში, С ჯგუფში ნიდერლანდებმა უკრაინა 3:2 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი ნიდერლანდელთა უპირატესობით წარიმართა. უკრაინელთა მეკარემ ბუშანმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ორმხრივი შეტევებით და ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა. 39-ე წუთზე ბუშანმა ვეინალდუმს არ დაანება გატანა, ცოტა ხანში კი უმეთვალყურეოდ დატოვებულმა დუმფრისმა ახლო მანძილიდან თავით ააცილა ბურთი კარს. საბოლოოდ შეხვედრის პირველი ნაწილი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად „ჰოლანდიელთა“ შეტევებით დაიწყო და ვეინალდუმისა და ვეგჰორსტის გოლებით დაგვირგვინდა. თამაში დე ბურის შეგირდების კარნახით მიმდინარეობდა და უკრაინა თითქოს უშანსოდ იმყოფებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ნიდერლანდები მოდუნდა და იარმოლენკომ ჯერ შორიდან ანგარიშის სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი თავურით გაათანაბრა. თუმცა, მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - დუმფრისმა გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩი 3:2 დაასრულა.

С ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები 17 ივნისს გაიმართება და ნიდერლანდების ნაკრები ავსტრიას, ხოლო უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
ნიდერლანდები - უკრაინა 3:2
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (52), 2:0 ვეგჰორსტი (58), 2:1 იარმოლენკო (75), 2:2 იარმოლენკო (80), 3:2 დუმფრისი (85)