მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია

იაკობ ქაჯაია
1627812306
სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია ოქროს მედლისთვის (130 კგ) იბრძოლებს! ქართველი ფალავანი ნახევარფინალში ჩილელ იასმანი ფერნანდეს აკოსტას დაუპირისპირდა.

შეხვედრა ძალზე დაძაბული და დრამატული გამოდგა. პირველი ქულა ჩილელმა მოჭიდავემ მოიპოვა, მაგრამ იაკობმა ანგარიში გაათანაბრა და ბრძოლა 1:1 დასრულდა, მაგრამ ბოლო მოპოვებული ქულის უპირატესობით ქაჯაიამ იმარჯვა და ოლიმპიადის ფინალშია!

ეს იმას ნიშნავს, რომ ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს და საქართველოს ყულაბა უკვე ექვს მედლამდე გაიზარდა. იაკობი ფინალში 2 აგვისტოს, ლეგენდარულ კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდება, რომელიაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და ამ წონაში ნამდვილად უძლიერესი მეტოქეა.

ნახევარფინალდე ქართველი ფალავანი მერვედფინალში ფინელ ელიას კუოსმანენს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, 3 წუთზე ნაკლებ დროში 9:0 დაჯაბნა, აშკარა უპირატესობით მოიგო, რის შედეგადაც მეოთხედფინალს უწია. მეოთხედფინალში ქართველს გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა, სადაც რუს სერგეი სემიონოვს შეხვდა. მთლიანობაში იაკობი უკეთესი იყო და 3:1 იმარჯვა. ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და იაკობი თავიდან აგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ სამი ქულა მიითვალა და ამრიგად, ნახევარფინალში გაღწევა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქაჯაიამ სემიონოვს რევანში აუღო, რადგან წინა ოლიმპიადაზე მასთან ჰქონდა წაგებული.