მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია (ვიდეო)

იაკობ ქაჯაია
1627798370
სპორტი

ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დაიწყო და საქმეში იაკობ ქაჯაია ჩაერთო, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალშია.

130 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი მერვედფინალში ფინელ ელიას კუოსმანენს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, 3 წუთზე ნაკლებ დროში 9:0 დაჯაბნა, აშკარა უპირატესობით მოიგო, რის შედეგადაც მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ქართველს გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა, სადაც რუს სერგეი სემიონოვს შეხვდა. მთლიანობაში იაკობი უკეთესი იყო და 3:1 იმარჯვა. ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და იაკობი თავიდან აგებდა, მაგრამ მერე ზედიზედ სამი ქულა მიითვალა და ამრიგად, ნახევარფინალში გაღწევა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ქაჯაიამ სემიონოვს რევანში აუღო, რადგან წინა ოლიმპიადაზე მასთან ჰქონდა წაგებული.

ფინალის საგზურისთვის ქაჯაია ჩილელ მოჭიდავეს იასმანი ფერნანდეს აკოსტას დაუპირისპირდება. ჭიდაობაში ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13:15 საათიდან დაიწყება, ხოლო იაკობის ჭიდაობა განრიგით მეოთხე იქნება.