სპორტი

ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა (ვიდეო)

კალათბურთის ნაკრების მწვრთნელი
12:56 კვი. 22 ნოემბერი
დაკოპირებულია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. 

კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ე.წ. „ბაბლის” პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 13 მოთამაშე სრული შემადგენლობით ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს ნაკრების სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტების – მილოშ გლიგორიევიჩისა და ანატოლი ბოისას ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ.

კორონავირუსის გამო ეროვნულ გუნდის საწვრთნელ პროცესში ვერ ჩაერთვებიან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი და ფიზმომზადების სპეციალისტი ირაკლი შიოშვილი. 5 ლეგიონერთან ერთად ნაკრებს ფინეთში შეუერთდებიან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი.

ფინეთის ქალაქ ესპოოში ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფის ოთხივე მონაწილე შეიკრიბება, რომლებიც საკარანტინე პირობებში იცხოვრებენ და სასტუმროს მხოლოდ სავარჯიშოდ, უსაფრთხოებისა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვით დატოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებულია, რაც ნაკრებში რამდენიმე მოთამაშის ჩამოუსვლელობითაა განპირობებული. ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა გაურთულდა ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი გასიებული აქვს და ფინეთში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გამოირიცხა. ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

ბექა ბურჯანაძე: „უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მუხლი მაწუხებს. ჩვენი გუნდის ექიმისა და ფიზიოთერაპევტების თქმით, გადატვირთვის შედეგად მუხლში სითხე ჩამიდგა და ცოტათი გამისივდა. ბოლო თამაშების შემდეგ უფრო გამიუარესდა სიტუაცია. ამ ვირუსის გამო გადადებული თამაშები კალენდარში მჭიდროდ ჩაგვისვეს და მოკლე დროში ბევრი თამაში მოგვიწია. 4-5 დღეში 3 მატჩი ვითამაშეთ და ასეთ დატვირთვას ჩემმა მუხლმა ვერ გაუძლო. ეს არ არის ის მუხლი, რომელიც ადრე მაწუხებდა, მეორე ფეხია და ამიტომ ცოტა ზედმეტად ვნერვიულობ, რომ რამე სერიოზული პრობლემა არ აღმოჩნდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ფინეთში ჩასვლა და ნაკრების დახმარება. ამ ფეხით ამის სანახევროდ გაკეთებაც წარმოუდგენელია. სულით და გულით თქვენთან ვარ ბიჭებო, თვალს მუდმივად გადევნებთ და გქომაგობთ. იმედი მაქვს, მალე ჩავდგები მწყობრში და შევძლებ ნაკრების დახმარებას.

გიორგი ცინცაძე: „არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩემპიონატი არ ჩერდება და ნაკრებში რომ წამოვიდე, უმეტესი თამაშების გაცდენა მომიწევს. რეგულარულ ჩემპიონატში სულ 8 მატჩია დაგეგმილი და თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შემოსვლისთვის დაწესებულ ორკვირიან კარანტინს, 5-6 მატჩის გაცდენა მომიწევს, რაზეც გუნდი თანახმა არაა”.

მიხეილ ბერიშვილი: „ყატარის ჩემპიონატში კვირაში 2-3 მატჩი ტარდება და ნაკრებში წასვლით, საკარანტინე პერიოდის გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრი შეხვედრის გაცდენა მომიწევდა. ამის გარდა, შესაძლებლობა არსებობს, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში უკან დროულად, ან საერთოდ ვერ დავბრუნდე. საბუთების მოგვარება იქნებოდა დიდი პრობლემა და გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სანაკრებო ფანჯრისას მომეცემა საშუალება, ჩვენს გუნდს დავეხმარო”.

რაც შეეხება დუდა სანაძეს, რომელმაც ახლახან ყატარულ „ალ ხორთან” გააფორმა კონტრაქტი, ამჟამად კარანტინში იმყოფება. მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ცოტა ხნის წინ გამომიჩნდა ყატარის ჩემპიონატის გუნდის ვარიანტი და გადავწყვიტე, წავსულიყავი. მართალია, ევროპულ კლუბში გადასვლის სურვილი და რამდენიმე ვარიანტიც მქონდა, თუმცა ყატარულმა „ალ ხორმა” კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გადავწყვიტე, გადავსულიყავი. აქაური რეგულაციების თანახმად, 7 დღე სასტუმროში უნდა ვიყო, შემდეგ 7 დღეს კი უკვე ბინაში, თვითიზოლაციაში გავატარებ. ამის გამო ვერ ვახერხებ ფინეთში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ჩასვლას”.

დანაკლისის გათვალისწინებით, ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ძირითად გუნდშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრებს დაეხმარება მისი კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ფინეთში 27 ნოემბერს ჩავა და ორივე საკვალიფიკაციო შეხვედრას ითამაშებს. შენგელია გამონაკლისი კალათბურთელია იმ მხრივ, რომ ევროლიგის გუნდში თამაშობს და ეროვნულ ნაკრებს ევროსაკვალიფიკაციოში ეხმარება. ეს პრაქტიკა ევროპაში არ გვხვდება, რადგან ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარას ევროლიგის მატჩები ემთხვევა და კალათბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში ვერ მიდიან. ნაკრებში რომ ითამაშებს, ეს თორნიკეს დამსახურებაა, რომელმაც მოსკოვის ცსკა-ს კონტრაქტში პირობად ჩაუდო, რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე გამოუშვებდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი გააძლიერებენ. ორივე მათგანი ევროპის მოწინავე საკალათბურთო ლიგის წამყვანი კალათბურთელები არიან. კიდევ 2 ლეგიონერი ნაკრებში საფრანგეთიდან ჩავა – მესამე დივიზიონის „კაენში” მოთამაშე გიორგი კორსანტია და „რუეილის” წევრი გიორგი ტურძილაძე.

ფინური ბაბლის მონაწილე ოთხივე ნაკრები – სერბეთი, საქართველო, შვეიცარია და ფინეთი დედაქალაქ ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში, საკარანტინე პირობებით იქნებიან დაბანაკებულნი, ხოლო სავარჯიშოდ 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ესპოოს „მეტრო არენაზე” ივლიან, სადაც 28 და 30 ნოემბერს მთლიანობაში 4 მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში, 18:00 საათზე შვეიცარიას შეხვდება. ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

👉 ინფრომაციისთვის, საქართველოს ნაკრები სუპერლიგის 8 მოთამაშით ფინეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით, 24 ნოემბერს, 11:30 საათზე გაფრინდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შსს-ს მომსახურების სააგენტო დღეიდან გარკ...

როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი რეგულაციებ...
11 წუთის წინ
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
საბავსვო ევროვიზია 2020

საბავშვო ევროვიზია 2020 - სანდრა გადელიას გამ...

მუსიკალურ კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი, 10 წლის სანდრა გადელია მე-6 ადგილზე გავიდა. ჟიურის ქ...
22:15 კვი. 29 ნოემბერი
19:48 კვი. 29 ნოემბერი
თავდასხმა „ავერსის“ აფთიაქზე
გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპ...
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...
18:42 კვი. 29 ნოემბერი
გუბაზ სანიკიძე: დღეს საქართველო თურქმენუ...
მისი თქმით, ოპოზიციის საერთო გეგმა დასადები და ჩამოსაყალიბებელია. „დღეს საქართვ...