მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინციდენტი რაგბის კავშირის ოფისის გარეთ მოხდა“ - ნიაზ მამრიკიშვილი

ნიაზ მამრიკიშშვილი
1600269600
სპორტი

„დღეს მომხდარი ინციდენტის დროს სამსახურში ვიმყოფებოდი“,- აღნიშნა საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის წარმომადგენელმა, ნიაზ მამრიკიშვილმა.

მისი თქმით, რაგბის კავშირის გარშემო მშენებლობები მიმდინარეობს და პირველივე ხმაურის გაგონებაზე არ დაინტერესებულა, რადგან იფიქრა, რომ სწორედ აქედან გამომდინარე იყო ხმაურიც.

„როდესაც რამოდენიმე წამში მოყვა მეორე გასროლა, დაძაბულობამ იმატა და სწორედ მაშინ გამოვედით ჩვენი ოთახებიდან.

ინციდენტი რაგბის კავშირის ოფისში კი არა, საერთო შესასვლელში მოხდა, სადაც სხვადასხვა ოფისია განლაგებული“,- აღნიშნა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ნიაზ მამრიკიშვილის თქმით, მათი გასვლის დროს რამაზი უკვე შიგნით იყო შემოსული და ფეხიდან სისხლი სდიოდა.

„ვერ გეტყვით იყო თუ არა იქ კიდევ ვინმე“,- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 16 სექტემბერს მოხდა. ამ ეტაპზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ, მერაბ ბესელიას პოლიცია ქვეყნის მაშტაბით ეძებს. მას გამოძიება მორაგბე რამაზ ხარაზიშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას ედავება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ასევე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.