რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტი აირჩია. პრეზიდენტის თანამდებობა ირაკლი აბუსერიძემ დაიკავა.
აბუსერიძე რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოპონენტებსაც, მხარდამჭერებსაც და იმ ადამიანებსაც ვინც მხარი არ დამიჭირა. გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა. იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს აბუსერიძე.
ინფორმაციისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი ბაჩო ხურციძე, გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე იბრძოდნენ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია რუსეთის 93 ქალაქში იმართება. ამის შესახებ Meduza იუწყება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას Pfizer / BioNTech–თან და შესაძლებელია თებერვალში დაიწყოს ვაქცინების მიწოდება ღარიბი და დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავტოსაგზაო შემთხვევაში რუსი სამხედრო, 25 წლის ლეონიდ ხომიაკოვი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა.
ბრიტანული გამოცემა The Guardian სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას სტატიას უძღვნის. სტატიის სათაურია „მოსკოვი პასუხისმგებელია 2008 წელს საქართველოში მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე, ძარცვაზე და საცხოვრებელი სახლების განადგურებაზე“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯოზეფ ბაიდენს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და საუბნო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.