მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისტორიაში პირველად - ინგლისმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

რაჰიმ სტერლინგი
1623596482
სპორტი

ევრო 2020-ის D ჯგუფში, ინგლისმა „უემბლის სტადიონზე“ ხორვატია 1:0 დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში პირველად მოახერხა საწყისი მატჩის მოგება.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ინგლისის ნაკრებში, ბოლო 29 წლის განმავლობაში „ლივერპულის“ და „მანჩესტერის“ არც ერთი ფეხბურთელი არ იყო გუნდში. ინგლისელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და დებიუტში ფოდენმა ბურთი ძელს გაარტყა. დაახლოებით პირველ ტაიმის შუაში თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი სტერლინგმა ინგლისელები დააწინაურა. შემდეგ მისი პასით კეინი მეკარესთან გაიჭრა, ბურთი კარს ააცილა და ძელს შეეჯახა, საბედნიეროდ არ დაშავდა და თამაშის გაგრძელება შეძლო. საპასუხოდ ხორვატიამ კი ვერაფრით უპასუხა და დამარცხდა.

მოკლედ ინგლისმა, რომლის წარმატებას დიდ ტურნირზე 1966 წლის შემდეგ ამაოდ ელიან, სტარტზე გაიმარჯვა და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა გულშემატკივრების იმედების გამართლებას.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - ხორვატია 1:0
გოლი: სტერლინგი (57)