მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისტორიული მატჩი - თბილისელებმა მოსკოველები აცრემლებული გაუშვეს

თბილისის ლოკომოტივმა მოსკოვის დინამო დაამარცხა
1600368941
სპორტი

ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა" მოსკოვის „დინამო" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი „მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე", მოსკოველთა უპირატესობით წარიმართა, რუსებს ორჯერ ჰქონდათ შანსი გოლის გატანის, თუმცა, ვერ მოახერხეს.

რაც შეეხება მატჩის მეორე ნახევარს, მოსკოველები ბურთს ფლობდნენ, მაგრამ თბილისელები კრეატიულობით გამოირჩეოდნენ. თამაშის 54-ე წუთზე კი ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

89-ე წუთზე რუსებმა პენალტი მოიპოვეს და კომლიჩენკომ ანგარიში შეამცირა. თუმცა დარჩენილ დროში ვერაფერი მოახერხეს და „ლოკომოტივმა" შეხვედრა 2:1 მოიგო.

თბილისელთა გამარჯვებაში „ჯოკერის" როლი მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა.

„ლოკომოტივი" მესამე ეტაპზე ესპანურ „გრანადას" შეხვდება.