მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისტორიული მატჩისთვის საქართველოს ნაკრების 11-ეული ცნობილია

საქართველოს ნაკრები
1605195674
სპორტი

საქართველო - ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთა მატჩის დაწყებამდე, ძალიან ცოტა დრო რჩება. 

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც C ჯგუფში ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი:

საქართველო (4-2-3-1): გიორგი ლორია - ოთარ კაკაბაძე, საბა კვერკველია, გურამ კაშია, ლაშა დვალი - ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა - ვაკო ყაზაიშვილი, ვალერიან გვილია, თორნიკე ოქრიაშვილი - ნიკა კაჭარავა.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.