მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ითამაშებს თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე ბელარუსთან? - ბოლო ინფორმაცია ტრავმის შესახებ

გიორგი ჩაკვეტაძე ფეხბურთელი
1600320015
სპორტი

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ბოლო ცნობები დამაიმედებელია.

როგორც ცნობილია ფეხბურთელს აქილევსის მყესებისა და წვივის შეერთების ადგილზე მცირე ჰემატომა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 წლის ჩვენებურს ორი-სამი კვირის გამოტოვება მოუწევს. ინფორმაცია უფრო ზუსტად ხუთშაბათს გახდება ცნობილი, როდესაც ჩაკვეტაძეს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „რაპიდთან“ (2:1) მატჩში მიიღო, როდესაც პენალტი დრიბლინგით მოიპოვა, მაგრამ იმავე ეპიზოდში დაშავდა.

შეგახსენებთ საქართველოს ნაკრები 8 ოქტომბერს, ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება და ჩაკვეტაძე ჯვაროსნების ერთ-ერთი იმედია.