მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ მუნიციპალიტეტში დაბრუნდა

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდი
1606073950
სპორტი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა, ლანჩხუთში დაბრუნდა.

მათ კლუბის გულშემატკივრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა იმნაიშვილი, მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.

„ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანეს გოგონებმა. მადლობა, მათ ამისთვის. მინდა ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე“, - განაცახადა ბიძინა იმნაიშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი „ოკჟეტპესი“ 2:1, ხოლო მეორე ეტაპზე რუმინეთის მრავალგზის და მოქმედი ჩემპიონი „ოლიმპია კლუჟი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი რუმინელთა კარში ხატია ჭყონიამ მატჩის 68-ე წუთზე გაიტანა.

👉 ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, საქართველოს წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის 1/16 ფინალში ევროპის უძლიერესი გუნდები იასპარეზებენ.