მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართული სენი - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - ისტორიას მხოლოდ კვარაცხელიას ბურთაობა შემორჩება

საქართველოს ნაკრები
1616954265
სპორტი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩში განსხვავებული შემადგენლობა და ტაქტიკა აირჩია. ქართველი ფეხბურთელები „ფურიო როხას“ ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ და ესპანეთისთვის ეს ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. ქართველი ფეხბურთელები ყრუ დაცვის ნაცვლად, მეტოქეს აპრესინგებდნენ და საკმაოდ წარმატებულადაც.

ინიციატივას თავიდანვე ესპანეთი დაეუფლა, თუმცა მათი შეტევები ერთფეროვანი და წარუმატებელი იყო. მატჩის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი აქტიურობით, ლორენტესა და პედრო პოროს ყვითელი ბარათი მიაღებინა.

გამოსარჩევი იყო გურამ კაშიას თამაში, რომელიც დაცვაში იდეალურად იდგა და ესპანელ თავდამსხმელებს მეტწილად უსაქმურად ტოვებდა.

საქართველოს ნაკრებისთვის დიდებული მომენტი მატჩის ბოლოს იყო, როდესაც ოთარ კიტეიშვილის პასის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის კარი დალაშქრა და ესპანელები გასახდელში ჩამოღვენთილი სახეებით გაუშვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, ესპანელები გააქტიურდნენ და მათი აქტიურობის შედეგად, ფერან ტორესმა წონასწორობა აღადგინა - 1:1

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ქართველი გულშემატკივრის საზეიმო განწყობას, ოლმომ მიწა მიაყარა და ანგარიში 1:2 გახადა.

მატჩის მიწურულს კი ლევან შენგელიამ წითელი ბარათი მიიღო და „ჯვაროსნებმა“ მატჩი 10 კაცით დაასრულა.

საქართველო (4-2-3-1): ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – კანკავა, გვილია – ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია – ზივზივაძე.

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი – პედრო პორო, ერიკ გარსია, ლორენტე, ალბა – პედრი, ბუსკეტსი, ფაბიან რუისი – ფერან ტორესი, მორატა, ბრაიან ხილი.