მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველი მოცურავე ინფიცირების გამო ტოკიოს ოლიმპიადას გამოეთიშა

ქართველი მოცურავე
1627153309
სპორტი

თავისუფალი სტილით მოცურავეს მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვეღარ გაემგზავრება.

ნაკრების მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევა რამდენიმე მეთოდით გადაამოწმეს.

„რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. შესაბამისად, მარიამი დააკლდება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას", - აღნიშნა კახაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ იმნაძეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

ტოკიოში „ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020“ მიმდინარეობს. ოლიმპიურ თამაშებში საქართველო მეშვიდედ მონაწილეობს.