სპორტი

ლანჩხუთელები შვედებთან განადგურდნენ - 0:7

შვედური კლუბი
1607514922
დაკოპირებულია

დღეს, 9 დეკემბერს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე „ლანჩხუთმა" „როსენგარდს" უმასპინძლა და 0:7 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ შვედური კლუბი გაცილებით ძლიერი იყო და ლანჩხუთელებს გაუჭირდებოდათ წინააღმდეგობის გაწევა.

პირველ ტაიმში „როსენგარდმა“ სრული უპირატესობა მოიპოვა და 0:6 გაიმარჯვა.

მეორე ნახევარში ლანჩხუთელთა მეკარემ გუნდი რამდენიმე გოლს გადაარჩინა და კარში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო.

საბოლოოდ შეხვედრა 0:7 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება.

თბილისი, მიხეილ მესხის სტადიონი 2

„ლანჩხუთი“ - „როზენგარდი“

გოლები: 0:1 სანკოვიჩი (7), 0:2 კეინრიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგარდი (27), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33), 0:7 სეგერი (74).

„ლანჩხუთი" - გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნარსია (სალუქვაძე 75), გასვიანი, თოდაძე, დანელია (კახიძე 88), ალეიშვილი, დიმოპულუ (წოწელია 59), ჭყონია.

„როსენგარდი" - მუსოვიჩი, ვიგოსდოტირი, ლევენსტადი, ბიორნი, სვავა, ბენისონი, სეგერი, ტროლსგარდი(კრისტელი 85), კეინრიდი, ანვეგარდი, სანკოვიჩი (პერსონი 85).

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

დღეს,  23  იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტ საბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის მმართველი ორგანო  მიმდინარე მოვლენებზე დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა.

1611400632

აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება. 

1611398598

„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

1611398256

იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.  

1611397633
პოლიტიკური დიალოგი
დაიწყო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მაინც არ გვიკადრია და ა...

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.

კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მო...

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერი...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი  მესაქონლეობის ფერმა ააშენა.

Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის ექაუნ...

მიკრობლოგების სერვერმა Twitter-მა ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის ექაუნთი დაბლოკა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰამენეიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის მუქარად ჩაითვალა. ამის შესახებ www.npr.org იუწყება.