მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

ლაშა ტალახაძე
1628080512
სპორტი

ქართველმა ძალოსანმა სამი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა! ამავდროულად ქართველი გოლიათი ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ლაშამ ატაცში 223 კგ დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (222 კგ) გააუმჯობესა.

რაც შეეხება აკვრას, ტალახაძემ 265 კგ დაძლია, რაც, ასევე, მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (264 კგ) გააუმჯობესა.

მსოფლიო რეკორდი დაამყარა ლაშამ ორჭიდშიც, მან ჯამში 488 კგ ასწია.

27 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქროა. ის ხუთგზის ევროპის ჩემპიონია და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი.