მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლოკომოტივის" მწვრთნელი: ეს ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა

თბილისის ლოკომოტივის მწვრთნელი
1600372957
სპორტი

ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა" მოსკოვის „დინამო" 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ თბილისელთა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„დღევანდელი მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. არანაკლებ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ წინა ეტაპზე, ჩემთვის დიდი გამარჯვებებია ეს. შარშანაც ყველაფერი ჩავდეთ, თუმცა დავმარცხდით. მინდოდა საკუთარი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა და მადლობა მინდა ვუთხრა „ლოკომოტივის" ფეხბურთელებს.

ჩვენს თამაშში მღელვარება სულ იქნება, ასეთი დონის მატჩები წელიწადში ერთხელ გვიწევს. რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ, მივდივართ ესპანეთში „გრანადას" წინააღმდეგ, სადაც ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, არაფრის გვეშინია, მგონი მათთვის უფრო ამოუცნობი გუნდი ვართ.

რაღაც ნაკადმა შემიყვანა გასახდელში, ამ ძალამ სადღაც გადამაგდო, ახლა მოვდივარ აზრზე. ჩვენ პატარა რაღაც გავაკეთეთ, პატარა გამარჯვება მოვიპოვეთ და კარგია, რომ გავახარეთ ქართველი ხალხი. თუმცა მთავარი ამოცანა მაინც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

სიმართლეს გეტყვით, არც წინა ეტაპის გავლა მეგონა, არც ამ ეტაპის, თუმცა ნელნელა რაღაც ხდება, გოლები გაგვაქვს, უკეთესად თამაშობენ. „გრანადა" კარგი გუნდია, ცხადია, ლა ლიგის ძლიერ კლუბს ვეთამაშებით. ჩავალთ და ვითამაშებთ.

რაც ხალხისაგან მივიღეთ, ამაზე დიდი პრემია არ არსებობს, თანხობრივზე კი არაფერი ვიცი. რთული გრაფიკი გვაქვს, 1 კვირაში „ჩიხურას" ვეთამაშებით თასზე, მერე ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. საკმაოდ დამღლელი მგზავრობა გველის, ამას შეუჩვეველი ვართ." - განაცხადა თბილისის „ლოკომოტივის" მწვრთნელმა.