მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი
1616956123
სპორტი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან 1:2 დამარცხდა. ესპანელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა.

„ძალიან რთული მატჩი იყო, იმაზე რთული ვიდრე საბერძნეთთან. ეს ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი იყო, საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად იდგა, მიუხედავად ამისა, შევძელით მატჩის შემოტრიალება.

აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრები იზრდება, დღეს რაც ვნახეთ საქართველო, იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე შვედეთთან. ერთი გოლი გაიტანეთ და მეტიც შეგეძლოთ. ესეთი სიძლიერე საქართველოს ნაკრებს სახლში თამაშმა მიანიჭა და გულშემატკივრების აქტიურობამ.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა, საკმაოდ ნიჭიერია და ასე თუ გააგრძელებს, მას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ,“ - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

იხილეთ აგრეთვე:

ქართული სენი - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - ისტორიას მხოლოდ კვარაცხელიას ბურთაობა შემორჩება (ვიდეო)