მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მატჩ ტვ“-ზე ტრანსლირების დროს უკრაინის ნაკრების ფორმას დაბლარავენ

უკრიანის ნაკრების ფორმის სკანდალი
1623243932
სპორტი

რუსული ტელეკომპანიის, „მატჩ ტვ“-ს ეთერში უკრაინის ეროვნული ნაკრების თამაშების ტრანსლირებისას მათი ფორმა დაბლარული იქნება. ამის შესახებ ტვიტერში „მატჩ ტვ“ -ს გენერალურმა დირექტორმა თინა კანდელაკმა დაწერა. ინფორმაციას darnicalive.kiev.ua ავრცელებს.

„უკრაინის ნაკრებმა უნამუსო და პროვოკაციული ქმედება განახორციელა. მათ ფორმაზე ქვეყნის რუკა გამოსახეს, რომელზეც ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები უკრაინის ნაწილად არიან ნაჩვენები. ამან რუსეთის ნაკრები და მთელი რუსეთის მოსახლეობა შეძრა. ფეხბურთელები „ევრო2021"-ში მონაწილეობაზე უარის თქმასაც აპირებდნენ.

მაგრამ ყველა ხვდება, რომ ტურნირის ფავორიტის, რუსეთის ნაკრების გარეშე, ეს ჩემპიონატი ისეთი აღარ იქნება. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი მოვაგვარეთ, ახლა ეს საშინელი ფორმა ჩვენს მაყურებელს აღარ შეაწუხებს და ყველა ბედნიერი იქნება“ - წერს კანდელაკი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებმა ევროპის საფეხბურთო პირველობაზე უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმის აკრძალვა მოითხოვეს.

რუსი დეპუტატების უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ უკრაინის ნაკრების მაისურს ახატია ქვეყნის დროშა ყირიმით, რომელიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული, ხოლო უკანა მხარეს აწერია „დიდება უკრაინას, გმირებს დიდება!“ როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა დიმიტრი სვიშევმა განაცხადა, უკრაინის ნაკრების მაისურებს პოლიტიკური მოწოდებები აწერია, ხოლო სპორტულ მოედნებზე პოლიტიკური დეკლარაციების ადგილი არ არის.