საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ხოლო შეთავაზება ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ჰქონდა.
„ჩემს შესახებ გადაწყვეტილება ფედერაციაში ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. - განაცხადა კახაბერ ცხადაძემ.
ინფორმაციისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. როგორც ფედერაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, მათ ქართველ მწვრთნელს ნაკრების ხელმძღვანელობა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.
ბოლოს ჯვაროსნებს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობდა.
თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2010-2014 წლებში იყო. 2019 წლიდან ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მწვრთნელია .
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.
„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“.
24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.