მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესამე მედალი: რევაზ ჩიკოიძემ ტოკიოს პარალიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა

რევაზ ჩიკოიძე
1630237098
სპორტი

საქართველოს დელეგაციამ ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე მესამე ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც პარაძიუდოისტის, რევაზ ჩიკოიძის აქტივშია.

+100 კგ წონით კატეგორიაში ჩიკოიძემ თავდაპირველად იაპონელი კენტო მასაკი იპონით დააამარცხა, რასაც ნახევარფინალში უზბეკ შირინ შარიპოვთავნ მოგება მოჰყვა და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის რევაზი ირანელ მოჰამადრეზა ხეიროლაზადეჰს გაეჯიბრა და უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ტრავმა მიიღო, რითაც ირანელმა ისარგებლა შებოჭა და იპონით მოიგო.

შეგახსენებთ, დღეს პარაძიუდოში ვერცხლის მედალი +70 კგ წონით კატეგორიაში ინა ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მანამდე კი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მოახერხა ვერცხლის მედლის დაუფლება.