მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მინდა, საქართველო ბოლომდე ვასახელო“ - იაკობ ქაჯაია (ვიდეო)

იაკობ ქაჯაია
1627839350
სპორტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.

იაკობ ქაჯაია ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისი გამარჯვებით უნდა ქვეყანა ასახელოს.

„დღეს ფინალში გასვლა და კარგი ჭიდაობა მწვრთნელებისა და ექიმების ძალიან დიდი დამსახურებაა. სიტყვებით ვერ აღვწერ, ძალიან გახარებული ვარ და ვემზადები ხვალინდელი დღისთვის. მინდა, რომ საქართველო და ჩემი წყალტუბო ბოლომდე ვასახელო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს და ყველას, ვინც გვერდით მედგა“.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანიგიორგი კიკაბიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ იაკობი სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელს აუცილებლად მოუგებს:

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა გულშემატკივარს. ეს, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა. ხვალ ფინალი აქვს საჭიდაო და დარწმუნებული ვარ, რომ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კუბელს აუცილებლად მოუგებს. მწვრთნელების, ბიჭებისა და იაკობის თავდაუზოგავი შრომა დაფასდა. ხვალ გიორგი მელია ჭიდაობს, შემდეგ – რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე. ასევე მალე ჩაერთვებიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. ვუსურვებ ბიჭებს ოქროს მედლებს“.

ინფორმაციისთვის, 27 წლის ქართველ ფალავანს გადამწყვეტ შეხვედრაში ძალზე გამოცდილ და ტიტულიან მეტოქესთან, სამგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან, 38 წლის კუბელ მიხაინი ლოპესთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია