მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მორაგბეების სახელით საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი“ - განცხადება რაგბის კავშირში

ragbis kavSiris incidenti
1600273157
სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირში დღეს, 16 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველი ოფიციალური განცხადება გაკეთდა.

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი ის სამარცხვინო ფაქტია, რაც რაგბის კავშირში მოხდა“,- ასე დაიწყო განცხადებები რაგბის კავშირში.

სანდრო საკანდელიძეს თქმით, ყველა მორაგბის სახელით სურთ, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.

„ყველა მორაგბის სახელით ჩვენს საზოგადოებას გვინდა, ბოდიში მოვუხადოთ. რაგბი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ასოცირდებოდა ვაჟკაცობასთან, წარმატებასთან და ტოლერანტობასთან“,- აღნიშნა მან.

ასევე მისი თქმით, რაგბი მომავალშიც იქნება ის, რითაც საქართველოს მოქალაქეები იამაყებენ.

„ერთი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ეს რაგბის თემიდან კლანის მოშორებაა. ყველა ის ნეგატიური ინფორმაცია, რომლის მოწმეებიც დღეს ჩვენ გავხდით, გამოწვეულია იმით, რომ რაგბის თემში მიმდინარეობს კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი, რომელიც უკვე 12 წელია, რაც რაგბის კავშირში დამკვიდრებულია და ყოველ წელს თავის მარწუხებს უფრო მწარედ უჭერს რაგბის თემს“,- აღნიშნა მან.

საკანდელიძის თქმით, კლანთან აქტიური ბრძოლა 5 წელია, რაც მიდის, თუმცა ამის გარეთ გამოტანა არ ხდებოდა, რათა ყველა უფრთხილდება რაგბის დადებით იმიჯს.

„ბოლო პერიოდში არსებულმა მოვლენებმა გვაიძულა, რაგბის პრობლემები სახალხოდ გამოგვეტანა“,- დასძინა მან.

ცნობისთვის, დღეს, 16 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილია „შვიდკაცა“ ნაკრების ყოფილი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი. ეჭვმიტანილი კი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელიაა.

არსებული ინფორმაციით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ, მერაბ ბესელიას პოლიცია ქვეყნის მაშტაბით ეძებს.